Your browser does not support SVG

Salty
Garden

Salty Garden – არის ტავერნა, ბაღი და კემპინგი, რომელიც მდებარეობს მთის სოფელ მლაშეში, თბილისიდან 50 კილომეტრში.

ოცნების ასასრულებლად 2019 წელს ჩვენ, დავითმა და ტანიამ, გადავწყვიტეთ გადავსულვიყავით საცხოვრებლად სოფელში. ჩვენ ყოველთვის გვიზიდავდა სუფთა ჰაერზე ცხოვრების იდეა, აღფრთოვანება მთების და ტბის ხედებით, განთენიის და მზის ჩასვლის შეხვედრა ჩაის ფინჯანით ან ღვინის ჭიკით  ხელში. 

300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენი ოჯახის საკუთრებაში მდებარე მიწაზე, ჩვენ ავაშენეთ ტავერნა, მოვაწყვეთ ბაღი და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი მცენარეები გავაშენეთ. ყველა პროდუქტს ტავერნისთვის ჩვენ ვყიდულობთ ადგილობრივი მეურნეობებისაგან, რითიც ვუჭერთ მხარს ფერმერებს და ვინარჩუნებთ ხარისხს.

ჩართეთ Salty Garden – ში ვიზიტი თქვენი მოგზაურობის მარშრუტში და გაგვიზიარეთ გემრიელი საკვების და ბუნების მარტივი სიამოვნება.

ოჯახური
ტიპის ტავერნა

Salty Garden- ის სამზარეულოში ჩვენ ვამზადებთ ტრადიციულ ქართული სოფლისთვის კერძებს.

ჩვენი ფილოსოფია არის slow food & support local (ნელი საკვები და ადგილობრივი მხარდაჭერა). ჩვენი სამზარეულო ძირითადათ წარმოდგენილი არის სოფლის მეურნეობის ახალი პროდუქტებით, რომლებიც წარმოებულია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადგილობრივი ფერმერების მიერ.

ბაღი

ტავერნის გვერდით ჩვენ გავაშენეთ ხე-ხილის ბაღი, სადაც წარმოდგენილია ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ალუბლისა და გარგარის ხეები. სეზონიდან გამომდინარე, შეგიძლიათ გაისეირნოთ ბაღში და ნახოთ ხეები ყვავილობის დროს, დააგემოვნოთ საკუთარი ხილისგან დამზადებული კერძები ან მიიღოთ აქტიური მონაწილეობა მოსავლის აღებაში.

ჩვენ თვითონ ვზრდით ნიგოზს, უნაბს, დაფნის ფოთლებს, ამ ტერიტორიისთვის ტიპიურ ბოსტნეულსა და მწვანილს. ყველა ამ პროდუქტს ნახავთ ჩვენი ტავერნის სუფრაზე.

შეისწავლეთ
მიმდებარე ტერიტორია

ეკო ტავერა Salty Garden-ი მდებარეობს სოფელ მლაშეში, გუნაურის უნიკალური მუხის ტყისა და მთის ტბის ბაზალეთის მახლობლად, რამოდენიმე კილომეტრში საქართველოს სამხედრო გზისგან, რომელიც აკავშირებს თბილისს, მცხეთასა და ყაზბეგს.

კემპინგი

2021 წლისთვის, ჩვენ ვგეგმავთ სპეციალური პლატფორმების მოწყობას, სადაც შესაძლებელი იქნება კარვების განთავსება ხეხილის ჩრდილში და რამოდენიმე დღის კომფორტულად გაატარება კავკასიონის ქედის და ბაზალეთის ტბის საუკეთესო ხედით.


აქტიური
დასვენება

გემრიელი სამზარეულოსა და ბაღში დასვენების გარდა ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:

Salty Garden

“Salty Garden”

სოფელი მლაშე, 1805

საქართველო

Mob. +995 557 57 00 15