Your browser does not support SVG

სოფელში
გაქცევა ოჯახთან ერთად

ჩვენ ვართ ტატიანა და დავითი და გვსურს მოგიყვეთ ჩვენი ისტორია.

ბუნება და მოგზაურობა არის ჩვენი სიყვარული. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვავითარებთ აქტიური ტურიზმის სფეროს საქართველოში. ჩვენს სტუმრებთან ერთად ბევრჯერ მოვიარეთ მთელი ქვეყანა, ვიმოგზაურეთ მთებში, ვიარეთ ცხენებით, გავისეირნეთ საჰაერო ბურთებით და ვერტმფრენებით.

მაგრამ ყოველ ჯერზე, ჩვენს ოჯახურ სოფელ მლაშეში დაბრუნებისას, ვფიქრობთ – რამდენად ლამაზი და კარგია აქ. ეს მიწა ეკუთვნის დავითის ოჯახს დაახლოებით 300 წლის განმავლობაში, მთელი ბავშვობა მან აქ გაატარა.

2019 წელს საბოლოოდ გადავწყვიტეთ სოფელში საცხოვრებლად გადმოსვლა და ჩვენი ოცნების ასრულება –  ბაღის გაშენება და ტავერნის მოწყობა, სადაც ყველა საკვების მომზადებისთვის ადგილობრივი ეკო პროდუქტები იქნებოდა გამოყენებული.

გვეწვიეთ ვახშამზე, გაისეირნეთ სამეზობლოში, დატკბით მზის ჩასვლის სილამაზით, ისიამოვნეთ სიჩუმითა ან საუბრით. ნებისმეირი სტუმარი აქ ადვილად გამოძებნის თავისი გემოვნების შესაფერისს გასართობსა თუ დასასვენებელს.

მისია

ჩვენი მისია არის ჩვენი მშობლიური სოფელი მლაშეს ხელშეწყობა და განვითარება, მისი ეკო სისტემის შენარჩუნება.

Salty Garden-ი სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას სამუშაო ადგილებს, სადაც თითოეული მოიპოვებს საინტერესო ღირსეულ სამსახურს, რაც საბოლოო ჯამში საშუალებას აძლევს რეგიონს განვითარდეს და არ მოხდეს ხალხის მიგრაცია ქალაქში სამსახურის მოსაძიებლად.

ჩვენთან უკვე მუშაობს ორი ოჯახი მლაშედან, დანარჩენი ოჯახები გვიზრდიან ბოსტნეულს თავიანთ ბოსტანებში და ასევე ამარაგებენ ტავერნას ახალი რძის ნაწარმითა და ხორც პროდუქტებით.

სოფლის მეურნეობაში ადგილობრივი მოსახლეობა არ მოიხმარს საშიშ პესტიციდებს, ხილი და ბოსტნეული იზრდება უახლესი ბიო სტანდარტების შესაბამისად. ნარჩენები იგზავნება გადამუშავებაზე.

ასე ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს სოფელს და შევაყვარებთ მას ჩვენს სტუმრებს.

ცხოვრების
სტილი

ჩვენთვის რურალიზაცია, ქალქიდან სოფელში დაბრუნება, ცხოვრების ბუნებრივი ეტაპი გახდა.

სწორად აქ, მიწასთან ახლოს, ამჩნევ ცხოვრების ტემპს, წლის დროების შეცვლას, აქ იგებ თუ რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი შენს სიცოცხლეში.

ამიტომ, slow food (ნელი საკვები) ჩვენი სამზარეულოს მნიშვნელოვანი ასპექტია.


ჩვენი
გუნდი